„ნაცმოძრაობის“ დეპუტატები საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
„ნაცმოძრაობის“ წევრი დეპუტატები 19-22 ოქტომბრის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მიიღებენ
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
არჩევნები 2021
მეტი ასე არ მოიქცე – სასამართლომ პარლამენტის სპიკერს სიტყვიერი შენიშვნა მისცა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესაბამისი მიმართვა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე გააცნო.

„ერთადერთი საორგანიზაციო საკითხია, რომელიც დაემატა გუშინდელის შემდეგ, ეს არის საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მომართვა, პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებასა და საქართველოს პარლამენტის 19-22 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე არდასწრების შესახებ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში კიდევ უფრო დაიძაბა. „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლება, რომელმაც არჩევნებზე უკეთესი შედეგები მიიღო, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა.
საქართველოსა და აშშ–ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
აშშ-ის საელჩო: საარჩევნო გარემო ხმების მოსყიდვით, დაშინებითა და ზეწოლით დაზიანდა
გარდა ამისა, „ნაცმოძრაობა“ და მასთან ასოცირებული სამოქალაქო მოძრაობები პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0