კულტურის სამინისტრო თეატრის კრიტიკოსების ხელშეწყობის პროექტს იწყებს

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა თაობის დაახლოებით 30 თეატრის კრიტიკოსია.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თეატრის კრიტიკოსების მხარდაჭერის პროექტს იწყებს – პროგრამა „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ გათვლილია აღნიშნული სფეროს სპეციალისტების მოტივაციის ამაღლებაზე, ნათქვამია სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ბოლო 30 წელია არ არსებობდა სტაბილური პერიოდული გამოცემა, რომელიც გააშუქებდა თეატრის პროფესიონალი მკვლევარებისა და კრიტიკოსების შეფასებებს, საზოგადოებას შესთავაზებდა რეცენზიებს და გააანალიზებდა თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 170-ე სეზონს ხსნის
აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა თეატრის კრიტიკოსების რიცხვი, რადგან ახალგაზრდები ამ პროფესიაში პერსპექტივას ვერ ხედავენ. კულტურის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში სხვადასხვა თაობის დაახლოებით 30 თეატრის კრიტიკოსია.

„დღეს თეატრის არაერთი პროფესიონალი კრიტიკოსი იძულებულია თეატრში დასაქმდეს, რაც ხელს უშლის სათეატრო კრიტიკის განვითარებას საქართველოში. კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი თეატრის კრიტიკოსებს სთავაზობს ჰონორარების სისტემას, რაც, პროექტის მუშაობის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ინსტიტუციურად მდგრადი სისტემა უნდა გახდეს. ეს, თავის მხრივ, ახალგაზრდებს გაუჩენს პერსპექტივის განცდას და ხელს შეუწყობს ამ პროფესიაში ახალი თაობის გაჩენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში თეატრის პროფესიონალი მკვლევარები თავიანთი სურვილის მიხედვით შეარჩევენ თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე იმ შემოქმედებით პროცესს, რომლის შეფასება/ანალიზიც სურთ. ამისათვის ისინი სისტემატურად ესტუმრებიან თბილისისა და რეგიონების თეატრებს. მათი სტატიები და რეცენზიები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის ელექტრონულ პორტალზე https://www.theatrelife.ge/.
პროექტის მიმდინარეობის პირველი სამთვიანი პერიოდის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და შესაბამისი პროფესიონალების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში კულტურის სამინისტრო გეგმავს, მომავალი საბიუჯეტო წლიდან სათეატრო კრიტიკის პროექტის დაფინანსება გააგრძელოს.
პროექტს „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ განახორციელებს საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირთან და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრთან ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0