თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 170-ე სეზონს ხსნის

© photo: Sputnikთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
ზაქარია ფალიაშვილმა მის შემოქმედებაში ყველაზე მთავარი ოპერის შექმნაზე 15 წელი იმუშავა.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 1 ოქტომბერს საიუბილეო 170-ე სეზონს ტრადიციულად ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გახსნის.
წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ სოლისტები გოჩა დათუსანი, თეიმურაზ გუგულაშვილი, ირინა ალექსიძე, ლიანა კალმახელიძე, ხათუნა ჭოხონელიძე, სულხან გველესიანი, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგანელიძე, გრიგოლ მახარაძე, ლევან თაბუკაშვილი.
© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსცენა ოპერიდან "აბესალომ და ეთერი"
Сцена из оперы Абесалом и Этери - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
სცენა ოპერიდან "აბესალომ და ეთერი"
დადგმაში ასევე ჩართულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები”.
„აბესალომ და ეთერის“ სცენური გაფორმება ეკუთვნის გოგი ალექსი-მესხიშვილს, ქორეოგრაფია – ილიკო სუხიშვილს.
„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც შუა საუკუნეების ქართული თქმულება „ეთერიანის“ მოტივებზე შექმნა პეტრე მირიანაშვილმა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნისა" და ილია ჭავჭავაძის ლექსების გამოყენებით.
საინტერესო ფაქტი: კომპოზიტორმა მის შემოქმედებაში ყველაზე მთავარი ოპერის შექმნაზე 15 წელი იმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0