ქართველი რეჟისორის ფილმს გენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

© Facebook / Georgian National Film Centerკადრი ფილმიდან "სველი ქვიშა"
კადრი ფილმიდან სველი ქვიშა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
ელენე ნავერიანის ფილმი საქართველო–შვეიცარიის კოპროდუქციაა.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ბელგიაში გენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ფილმს „სველი ქვიშა“ აჩვენებენ, რომელსაც კინომოყვარულები 19–21 ოქტომბერს იხილავენ.
ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის აგვისტოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც მსახიობმა გია აგუმავამ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოც მიიღო.
ლოკარნოს კინოფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
ლოკარნოს კინოფესტივალზე ერთდროულად ორი ქართული ფილმია წარდგენილი
ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა" მოგვითხრობს შავის ზღვის სანაპიროს სოფელზე, სადაც კეთილგანწყობილი მეზობლები ფიქრობენ, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს. მაგრამ ერთხელაც ერთ მეზობელ ქალ ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი მო, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბებიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება.
ფილმი შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია.
Film Fest Gent ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც ბელგიის ქალაქ გენტში ტარდება. ფესტივალი პირველად 1974 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ბელგიის უდიდეს კინოფესტივალად იქცა. 2001 წლიდან კინოფესტივალი მსოფლიო საუნდტრეკების დაჯილდოებას მასპინძლობს.
ყველა ახალი ამბავი
0