https://sputnik-georgia.com/20210702/lokarnos-kinofestivalze-ori-qarTuli-filmia-wardgenili-252190088.html
ლოკარნოს კინოფესტივალზე ერთდროულად ორი ქართული ფილმია წარდგენილი
ლოკარნოს კინოფესტივალზე ერთდროულად ორი ქართული ფილმია წარდგენილი
Sputnik საქართველო
კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების შემდეგ ლოკარნოს კინოფესტივალი თავისი მნიშვნელობით ევროპაში მეოთხეა. 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T10:19+0400
2021-07-02T10:19+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
ქართული კინო
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24583/36/245833604_0:126:2048:1284_1920x0_80_0_0_ecb80ce26b4903af610810d0c17199b9.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმია წარდგენილი – სალომე ჯაშის „მოთვინიერება" და ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა", აღნიშნულია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე.ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. 1946 წლიდან ის ყოველწლიურად აგვისტოში შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში იმართება.ევროპის მასშტაბით ლოკარნოს ფესტივალი, კანის, ვენეციისა და ბერლინის ფესტივალების შემდეგ, მიჩნეულია მნიშვნელობით მეოთხე კინოფესტივალად. მან გზა დიდ კინოში არაერთ რეჟისორს გაუხსნა, მათ შორის - კლოდ შაბროლს, სტენლი კუბრიკს, პოლ ვერხოვენს, მილოშ ფორმანს, მარკო ბელოკიოსა და სხვ.კინოფესტივალი ოფლაინ-რეჟიმში 4-14 აგვისტოს გაიმართება.ნავერიანის „სველი ქვიშა" წარდგენილია კინოფესტივალის სექციაში Concorso Cineasti del presente. სურათი მოგვითხრობს შავის ზღვის სანაპიროს სოფელზე, სადაც კეთილგანწყობილი მეზობლები ფიქრობენ, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს. მაგრამ ერთხელ ერთ მცხოვრებ ქალ ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი მო, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბებიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება. ფილმი შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია.სალომე ჯაშის ფილმი წარდგენილი იქნება სექციაში „პანორამა". „მოთვინიერება" – ესაა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ უნიკალური ხეების გადარგვის სადავო და თითქმის სიურრეალისტური პროცესის ისტორია. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.მთავარი პრიზის - „ოქროს ლეოპარდისთვის" 17 ფილმი იბრძოლებს.
https://sputnik-georgia.com/20210625/monanieba-kanis-kinopestivalze-brundeba-252119237.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24583/36/245833604_0:30:2048:1318_1920x0_80_0_0_8c12b949b226ebc8d282b8bbf8931089.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ქართული კინო, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, ქართული კინო, საქართველო, კულტურა საქართველოში
ლოკარნოს კინოფესტივალზე ერთდროულად ორი ქართული ფილმია წარდგენილი
10:19 02.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების შემდეგ ლოკარნოს კინოფესტივალი თავისი მნიშვნელობით ევროპაში მეოთხეა.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმია წარდგენილი – სალომე ჯაშის „მოთვინიერება" და ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა",
აღნიშნულია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. 1946 წლიდან ის ყოველწლიურად აგვისტოში შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში იმართება.
ევროპის მასშტაბით ლოკარნოს ფესტივალი, კანის, ვენეციისა და ბერლინის ფესტივალების შემდეგ, მიჩნეულია მნიშვნელობით მეოთხე კინოფესტივალად. მან გზა დიდ კინოში არაერთ რეჟისორს გაუხსნა, მათ შორის - კლოდ შაბროლს, სტენლი კუბრიკს, პოლ ვერხოვენს, მილოშ ფორმანს, მარკო ბელოკიოსა და სხვ.
კინოფესტივალი ოფლაინ-რეჟიმში 4-14 აგვისტოს გაიმართება.
ნავერიანის „სველი ქვიშა" წარდგენილია კინოფესტივალის სექციაში Concorso Cineasti del presente. სურათი მოგვითხრობს შავის ზღვის სანაპიროს სოფელზე, სადაც კეთილგანწყობილი მეზობლები ფიქრობენ, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს. მაგრამ ერთხელ ერთ მცხოვრებ ქალ ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი მო, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბებიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება. ფილმი შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია.
სალომე ჯაშის ფილმი წარდგენილი იქნება სექციაში „პანორამა". „მოთვინიერება" – ესაა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ უნიკალური ხეების გადარგვის სადავო და თითქმის სიურრეალისტური პროცესის ისტორია. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.
მთავარი პრიზის - „ოქროს ლეოპარდისთვის" 17 ფილმი იბრძოლებს.