მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრთხე მსოფლიოსთვის: ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას განაგრძობს

© AFP 2024 / JUNG Yeon-Je .
. - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
თბილისი 19 ოქტომბერი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს რაკეტების გაშვებას, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მათ შორის, იაპონიისთვის, განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კისიმ.

„2019 წლის მაისის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა ხშირად ატარებს რაკეტების გამოცდებს. აშკარაა, რომ ამის მიზანი სარაკეტო ტექნოლოგიების სრულყოფაა. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება სერიოზული საფრთხეა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იაპონიის ჩათვლით“, − აღნიშნა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელეარხ NHK-ს ეთერით გადაიცემოდა.

კისიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სარაკეტო გამოცდებთან დაკავშირებით „უკვე გასცა განკარგულება ინფორმაციის მოკრება–ანალიზისა და ასევე სიფრთხილის ყველა შესაძლო ზომის მიღების შესახებ“.
ჩრდილოეთ კორეის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
მსოფლიო დღეს
ბირთვული არსენალის შესავსებად: ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, პლუტონიუმის წარმოება დაიწყო
მანამდე სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ამოუცნობი ჭურვი გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იყო, რომელმაც 430-450 კმ დაფარა და მაქსიმალურ სიმაღლეს, 60 კმ-ს მიაღწია. იაპონიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ამის შემდეგ რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა რა ადგილზე, არ დაუკონკრეტებიათ.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა აშშ. როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების ინდოეთ–წყნარი ოკეანის სარდლობაში განაცხადეს, ისინი უკვე აწარმოებენ კონსულტაციებს იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და სხვა მოკავშირეებთან.
ყველა ახალი ამბავი
0