მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბირთვული არსენალის შესავსებად: ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, პლუტონიუმის წარმოება დაიწყო

© REUTERS / Denis Balibouseჩრდილოეთ კორეის დროშა
ჩრდილოეთ კორეის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, განაახლა იონბიონში მდებარე ბირთვული რეაქტორის მუშაობა პლუტონიუმის საწარმოებლად, რაც ქვეყანას ბირთვული იარაღის შექმნაში შეუწყობს ხელს, იუწყება გაზეთი Wall Street Journal ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით.
სააგენტოს ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რეაქტორი, როგორც ყველაფრიდან ჩანს, არ მუშაობდა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივლისის დასაწყისამდე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეა რეაქტორის მახლობლად მდებარე ლაბორატორიას იმისთვის იყენებს, რომ რეაქტორის გადამუშავებული საწვავიდან პლუტონიუმი გამოყოს.

„ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა ისეთი ნიშნები, რომლებიც რეაქტორის მუშაობაზე მეტყველებს, მათ შორის გაცივებული წყლის ჩაღვრა“, — ციტირებს გამოცემა IAEA-ს.

IAEA-ს სპეციალისტების თქმით, ჩრდილოეთ კორეის მოქმედება, რაც „ღრმა შეშფოთებას იწვევს“, აშკარად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.
გარდა ამისა, გამოცემა ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეამ პლუტონიუმის წარმოება ბირთვული იარაღის შექმნისა და არსენალის გაფართოების მიზნით დაიწყო.
ჩრდილოეთ კორეის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
საშიში ჩრდილოეთ კორეა: CIA-ს დირექტორი ფხენიანის ბირთვულ პოტენციალს აფასებს
როგორც Wall Street Journal-ი წერს, გაზეთმა კომენტარი სთხოვა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობას გაეროში აღნიშულთან დაკავშირებით, თუმცა თხოვნა უპასუხოდ დარჩა.
ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანის კორეათშორის სამიტზე, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გაიმართა, პირობა დადო, რომ დახურავდა სარაკეტო პოლიგონს ტონჩჰანში და სრულ დემონტაჟს ჩაუტარებდა იონბენის ბირთვულ ობიექტს. მაგრამ შემდგომში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ იონბენის ბირთვულ ცენტრში მუშაობა გრძელდებოდა, თუმცა IAEA ვერ აზუსტებდა მისი საქმიანობის ხასიათსა და მიზანს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური