https://sputnik-georgia.com/20211019/batumsi-avariuli-saxlidan-atobit-ojaxi-gaiyvanes-261309368.html
ბათუმში ავარიული სახლიდან ათობით ოჯახი გაიყვანეს
ბათუმში ავარიული სახლიდან ათობით ოჯახი გაიყვანეს
Sputnik საქართველო
ბათუმში ჩამონგრეული სახლის უშუალო სიახლოვეს მდებარე კიდევ ერთი შენობა ავარიულად მიიჩნიეს 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T21:02+0400
2021-10-19T21:02+0400
2021-10-19T21:02+0400
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388478_0:128:3075:1857_1920x0_80_0_0_6d93cf782c71dca20845f10456fa9d0f.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში უსაფრთხოების მიზნით 40 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სახლიდან, რომელიც 8 ოქტომბერს ჩამონგრეული სახლის მომიჯნავედ მდებარეობს, იუწყება ქალაქის მერია.მერიის მონაცემებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ მემედ აბაშიძის №56-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს.რაც შეეხება კიდევ ერთხ სახლს, რომელიც 8 ოქტომბრის ტრაგედიის ადგილის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, მისი ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.
https://sputnik-georgia.com/20211015/batumshi-chamongreuli-saxlis-adgilze-axali-saxli-ashendeba-260597925.html
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388478_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_72f011dd8ab055a4edd3c18aa05b860b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ბათუმში ავარიული სახლიდან ათობით ოჯახი გაიყვანეს
ბათუმში ჩამონგრეული სახლის უშუალო სიახლოვეს მდებარე კიდევ ერთი შენობა ავარიულად მიიჩნიეს
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში უსაფრთხოების მიზნით 40 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სახლიდან, რომელიც 8 ოქტომბერს ჩამონგრეული სახლის მომიჯნავედ მდებარეობს, იუწყება
ქალაქის მერია. მერიის მონაცემებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ მემედ აბაშიძის №56-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს.
რაც შეეხება კიდევ ერთხ სახლს, რომელიც 8 ოქტომბრის ტრაგედიის ადგილის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, მისი ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.