https://sputnik-georgia.com/20211015/batumshi-chamongreuli-saxlis-adgilze-axali-saxli-ashendeba-260597925.html
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე ახალი სახლი აშენდება
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე ახალი სახლი აშენდება
Sputnik საქართველო
ბათუმის მერიამ ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის სრული დემონტაჟის გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T21:11+0400
2021-10-15T21:11+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388447_0:296:3067:2021_1920x0_80_0_0_cd034e1a6d47c1f6f7e9c4640c95ced2.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ ჟურნალისტებთან.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა. „მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კორპუსი არ ექვემდებარება გამაგრებას და საჭიროა დემონტაჟი. სახლის დემონტაჟი სპეციალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით მოხდება. დღეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ხელმეორედ მოვიდნენ და მიმდებარე ტერიტორიაზე – მემედ აბაშიძისა და კლდიაშვილის ქუჩებზე სახლების ექსპერტიზა ჩაატარეს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილზე აშენდეს იმავე პარამეტრების კორპუსი, სადაც ბინას ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელიც აქ ცხოვრობდა“, – განაცხადა სურმანიძემ.მთლიანობაში საუბარია 53 ოჯახზე. მათ, ვინც უარს განაცხადებს აღნიშნულ კორპუსში ცხოვრებაზე, ბათუმის სხვა უბნებში ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს შესთავაზებენ.რაც შეეხება ჩამონგრეული კორპუსის ახლომდებარე შენობებს, პირვანდელი დათვალიერებით, ისინი არ დაზიანებულა.
https://sputnik-georgia.com/20211014/batumis-meria-chamongreuli-korpusi-demontajs-eqvemdebareba-260539635.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388447_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_6c17424ee7bbf14e50bef7b952ca2826.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე ახალი სახლი აშენდება
21:11 15.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) ბათუმის მერიამ ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის სრული დემონტაჟის გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ ჟურნალისტებთან.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.
„მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კორპუსი არ ექვემდებარება გამაგრებას და საჭიროა დემონტაჟი. სახლის დემონტაჟი სპეციალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით მოხდება. დღეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ხელმეორედ მოვიდნენ და მიმდებარე ტერიტორიაზე – მემედ აბაშიძისა და კლდიაშვილის ქუჩებზე სახლების ექსპერტიზა ჩაატარეს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილზე აშენდეს იმავე პარამეტრების კორპუსი, სადაც ბინას ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელიც აქ ცხოვრობდა“, – განაცხადა სურმანიძემ.
მთლიანობაში საუბარია 53 ოჯახზე. მათ, ვინც უარს განაცხადებს აღნიშნულ კორპუსში ცხოვრებაზე, ბათუმის სხვა უბნებში ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს შესთავაზებენ.
რაც შეეხება ჩამონგრეული კორპუსის ახლომდებარე შენობებს, პირვანდელი დათვალიერებით, ისინი არ დაზიანებულა.