https://sputnik-georgia.com/20211014/batumis-meria-chamongreuli-korpusi-demontajs-eqvemdebareba-260539635.html
ბათუმის მერია: კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება
ბათუმის მერია: კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება
Sputnik საქართველო
ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T13:49+0400
2021-10-14T13:49+0400
2023-08-17T18:41+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395284_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_a54cd6ca5552ca9e922531c60f14f92b.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება, განაცხადა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ.დანგრეული კორპუსიდან ამჟამად 55 ოჯახია გაყვანილი. მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინების, ასევე ფულადი კომპენსაციის გადაცემა. კორპუსის მცხოვრებლებთან მერიის წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.მისი თქმით, კორპუსის ერთიანად დანგრევა ვერ მოხერხდება და პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. დემონტაჟისთვის გამოყოფილი თანხა ორ წელიწადზე გადანაწილდება. რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, პირველადი დათვალიერებით, ეს კორპუსები მდგრადია, დასძინა ნატარიძემ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – 26 მაისის ქუჩაზე მდებარე პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა და სასამართლომაც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
https://sputnik-georgia.com/20211013/gangasis-zari-batumsi-mosaxleoba-saxlebis-semowmabs-itxovs-260493971.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395284_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_3a3cfe93ad4bfa350445844acfbe0dc8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
ბათუმის მერია: კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება
13:49 14.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება, განაცხადა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ.
დანგრეული კორპუსიდან ამჟამად 55 ოჯახია გაყვანილი. მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინების, ასევე ფულადი კომპენსაციის გადაცემა. კორპუსის მცხოვრებლებთან მერიის წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.
„კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ამ შენობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა უკვე ცნობილია. შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის. დემონტაჟი მალე დაიწყება“, – განაცხადა ნატარიძემ.
მისი თქმით, კორპუსის ერთიანად დანგრევა ვერ მოხერხდება და პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. დემონტაჟისთვის გამოყოფილი თანხა ორ წელიწადზე გადანაწილდება. რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, პირველადი დათვალიერებით, ეს კორპუსები მდგრადია, დასძინა ნატარიძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.
ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – 26 მაისის ქუჩაზე მდებარე პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა და სასამართლომაც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.