დაიწყება თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია – ამირან გამყრელიძის განმარტება

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.739-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს სავალდებულო აცრებზე გადასვლა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, მეხუთე ტალღა ქვეყანაში დაწყებულია, თანაც საკამოდ მაღალი ნიშნულით. ერთადერთი, რაც მის შეჩერებას შეძლებს, ეს არის აცრა, უნდა აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

„მესმის, არის დიდი მსჯელობა, რომ ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის ეს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ არ მოდის, არც კანონმდებლობით და არც მორალურად, როდესაც პანდემიაა, დიახ, უნდა დაწესდეს [სავალდებულო აცრა] პირველ რიგში სამედიცინო პერსონალისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა მაღალი რისკის პროფესიების მქონე ადამიანებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი და ასევე პირბადის მოხმარების მაჩვენებელი ქვეყანაში არ გაიზრდება, საქართველოში ძალიან რთული ნოემბერი იქნება. მისი განცხადებით, ახლანდელი მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი სულ რაღაც 47%-ია. ეს მაჩვენებელი თუ გაიზრდება 85-90-%-მდე, 250-300 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საველე ჰოსპიტლები შეიძლება ისევ გახდეს საჭირო – ექსპერტი
ამ დროისათვის ჩატარებულია 1.920.934 აცრა. გამყრელიძის თქმით, თუ კიდევ იმდენივე ადამიანი აიცრება დეკემბრამდე, რამდენიც ამ დროისთვის არის ვაქცინირებული, ყოველთვიურად დაახლოებით 2.000 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ასევე აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება.
„ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. მძიმე იქნება ნოემბერი, თუ არ ავიცერით, თუ არ დავიცავით რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძემ ორჯერადად აცრილებს შორის კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა დაასახელა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.739-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 670.552-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.546-ს მიაღწია.
სულ ჩატარებულია 1.920.934 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.203 ადამიანი. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.013.507, ხოლო ორივე დოზით – 907.106 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0