https://sputnik-georgia.com/20211019/gamyrelizem-orjeradad-acrilebs-soris-koronavirusit-gardacvlilebis-raodenoba-daasaxela-260666920.html
გამყრელიძემ ორჯერადად აცრილებს შორის კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა დაასახელა
გამყრელიძემ ორჯერადად აცრილებს შორის კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა დაასახელა
Sputnik საქართველო
გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვიდე მიმოხილვა, სადაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები... 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T09:44+0400
2021-10-19T09:44+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0d/249434499_0:17:1280:737_1920x0_80_0_0_5f02a971ca382ea818e27308d97aeca5.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებული ადამიანებიდან, აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირდა სულ 11 ათასი პირი, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.მისი თქმით, ყველა ამ 23 ადამიანს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, ისინი სხვადასხვა ვაქცინებით იყვნენ აცრილი და ამ შემთხვევაში რომელიმე ვაქცინის უპირატესობა არ გამოკვეთილა.ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მეორე მხრივ, უკვე გამოიკვეთა მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რამდენად იცავს აცრა ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის სრული მიმოხილვა ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.მისი თქმით, ორჯერადად აცრილი 11 ათასი დაინფიცირებული ადამიანიდან ჰოსპიტალიზაცია „ერთეულებს“ დასჭირდა.„სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ“, – განაცხადა მან.რაც შეეხება ორჯერადად აცრილ გარდაცვლილ 23 ადამიანს, მისი თქმით, ყველა შემთხვევა ძალიან დეტალურად შეისწავლება.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0d/249434499_115:0:1280:874_1920x0_80_0_0_9061eca24fa263eec2681f5b2f6740c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გამყრელიძემ ორჯერადად აცრილებს შორის კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა დაასახელა
09:44 19.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვიდე მიმოხილვა, სადაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებული ადამიანებიდან, აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირდა სულ 11 ათასი პირი, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველა ამ 23 ადამიანს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, ისინი სხვადასხვა ვაქცინებით იყვნენ აცრილი და ამ შემთხვევაში რომელიმე ვაქცინის უპირატესობა არ გამოკვეთილა.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს სულ ემსხვერპლა 9.510 ადამიანი, შესაბამისად, მათ შორის ორჯერადად აცრილების რაოდენობა 0,24%-ს შეადგენს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მეორე მხრივ, უკვე გამოიკვეთა მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რამდენად იცავს აცრა ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის სრული მიმოხილვა ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.
„სრული აცრა, ანუ ორჯერადი 9,3-ჯერ იცავს ინფიცირებისგან. 9,3-ჯერ მაღალი აქვს რისკი არააცრილს, რომ ის დაინფიცირდეს კოვიდიანთან კონტაქტის შემდეგ, ვიდრე აცრილს. დაახლოებით 23-ჯერ ნაკლებია რისკი, რომ ორჯერ აცრილი, თუ მას დაემართა „კოვიდი“, მოხვდეს ჰოსპიტალში და შემდგომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში. დაახლოებით 25-30-ჯერ ნაკლებია სიკვდილიანობის რისკი, თუ ორჯერ აცრილს დაემართა „კოვიდი“. დამერწმუნეთ, ეს რეალური ციფრებია. აცრა სერიოზულად იცავს. რა თქმა უნდა, მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია“, – განაცხადა აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ორჯერადად აცრილი 11 ათასი დაინფიცირებული ადამიანიდან ჰოსპიტალიზაცია „ერთეულებს“ დასჭირდა.
„სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ორჯერადად აცრილ გარდაცვლილ 23 ადამიანს, მისი თქმით, ყველა შემთხვევა ძალიან დეტალურად შეისწავლება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.