მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რელიგიური ექსპერიმენტი: სიცილიაზე ნათლიები 3 წლით აკრძალეს

© Pixabay / fernandozhiminaicelaკათოლიკური ნათლობა
კათოლიკური ნათლობა  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. სიცილიის კატანიის მუნიციპალიტეტის რომაულ-კათოლიკურმა ეპარქიამ სამი წლით აკრძალა ნათლიების დასახელება ნათლობისას, მიიჩნიეს რა, რომ ახლა ნათლიის წმინდა როლი მეტად საეჭვო გახდა, იუწყება New York Times (NYT).
ეკლესიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოდესღაც ისეთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, როგორიც ბავშვის ნათლიაა, ყოველგვარი სულიერი მნიშვნელობა დაკარგა. ახლა მშობლები, რომლებსაც საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელსაყრელი კავშირების დამყარება თუ შვილის ძლიერი მფარველით უზრუნველყოფა სურთ, ხშირად ნათლიებად შეძლებულ და გავლენიან პირებს, ზოგჯერ კი მაფიოზებს ირჩევენ.
აკრძალვის ავტორების განმარტებით, მათ აღარ სურთ შეეგუონ საეჭვო პირების მხრიდან მღვდელმსახურების მიმართ მუქარებს, რომლებიც ნათლიობას ხშირად იყენებენ სოციალური შანტაჟისთვის.
ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება სიცილიის ყოფილი პრეზიდენტი სალვატორე კაფარო, მეტსახელად „ქის-ქის“. მანამდე მან ხუთი წელი გაატარა საპატიმროში, ვინაიდან მაფიის ბოსი გააფრთხილა, რომ პოლიცია უსმენდა.
მეტეხის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
კანონი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ: რელიგიური კონფესიები წინააღმდეგი არიან
კაფაროს თქმით, რომელსაც ოცი ნათლული ჰყავს, სამღვდელოებამ რაც უნდა თქვას, მაგრამ ის „კეთილსინდისიერად ასრულებს ნათლიის წმინდა მოვალეობას“ და მიაჩნია, რომ ნათლიობის ტრადიციის აკრძალვით ეკლესია „ნაბან წყალს ჩვილსაც აყოლებს“.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვის გამო მშობლებს კატანიიდან მეზობელ ქალაქებში უწევთ წასვლა ბავშვის მოსანათლად, თუმცა იქაც უწევთ ნათლობამდე გარკვეული „შესამოწმებელი პროცედურის“ გავლა. მაგალითად, ქალაქ აჩი-ტრეზას ტაძრის წინამძღვარი ჯოვანი მამინო ნათლიებს წინასწარ ფიცით ამოწმებინებს, რომ მაფიოზური დაჯგუფების წევრები არ არიან.
ყველა ახალი ამბავი
0