კანონი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ: რელიგიური კონფესიები წინააღმდეგი არიან

© photo: Sputnikმეტეხის ეკლესია
მეტეხის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გამოწერა
ამასთან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს მიერ შეთავაზებულ კანონს „გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი“ უწოდეს.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული რელიგიათა საბჭო წინააღმდეგია ინიციატივის, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობაში უნდა აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება.
ინიციატივა 5 ივლისს საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიომ წამოაყენა საღვთო მსახურებაზე, რომელიც საპატრიარქომ ჩაატარა რუსთაველის გამზირზე ლგბტ-საზოგადოების უფლებების დასაცავად დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ.
ქაშუეთის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
საპატრიარქო: ერის გამოწვევა ხდება, ძალადობა გარდაუვალი იყო
„ჩვენც, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული. ამიტომ, თანადგომას ვუცხადებთ ამ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 16 სხვადასხვა ეკლესია, რომლებიც საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ.
ამასთან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს მიერ შეთავაზებულ კანონს „გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი“ უწოდეს.
მათი თვალსაზრისით, ის მძიმედ აისახება საზოგადოების განვითარებაზე.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. მათ რამდენიმე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. შსს-ს მონაცემებით, თბილისში იყო 20 „ცხელი წერტილი“, ადგილზე მობილიზებული იყო 3,2 ათასი პოლიციელი. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0