საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

© photo: Sputnikაზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დროშები
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია 18–19 ოქტომბერს ანკარას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა. მხარეები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
„ასევე ორმხრივი შეხვედრები გაიმართება თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, სადაც განიხილება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქართული საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.
საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ეს სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა მეცხრე შეხვედრაა, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ განიხილონ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0