თბილისში საპროტესტო აქციაზე სააკაშვილის ორი მომხრე დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ცდილობდნენ დაეწერათ „თავისუფლება მიშას!“
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციელებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორი მონაწილე დააკავეს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
სამართალდამცველებმა მოძრაობის „საქართველოსთვის“ წევრი ნიკა ნარსია და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელი ოთო გურგენიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ცდილობდნენ დაეწერათ „თავისუფლება მიშას!“.
აქციის ორგანიზატორი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეხვედრა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება.
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
დავით სერგეენკო ექს-პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უნდათ პენტაგონის შეფს შეახსენონ სააკაშვილის ბედის შესახებ, რომელიც უკვე მე-18 დღეა შიმშილობს რუსთავის ციხეში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, რუსთავის ციხეში იმყოფება. ის სასჯელს ორ სასხლის საქმეზე იხდის. დაპატიმრების დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ის უკანონოდ დააკავეს, მის მიმართ ბრალდებები კი გაყალბებულია.
ყველა ახალი ამბავი
0