ქართველმა მოციგურავეებმა იტალიის ტურნირზე გაიმარჯვეს

© Facebook / Georgian Figure Skating Federationმარია კაზაკოვა და გიორგი რევია
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
სპორტსმენები ყინულზე ახალი ოლიმპიური პროგრამით გამოვიდნენ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, რომლებიც საცეკვაო წყვილების სახეობაში ასპარეზობენ, იტალიაში Mezzaluna Cup-ის ტურნირზე გაიმარჯვეს.
ყინულზე წყვილმა ახალი ოლიმპიური პროგრამა წარადგინა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ორჭიდში ქართველმა მოციგურავეებმა 186,78 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ ავსტრიულ წყვილს (171,63) 15 ქულაზე მეტით გაასწრეს.
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში მეოთხე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
მესამე ადგილი იტალიელმა მოციგურავეებმა დაიკავეს (155,43).
ბოლო თვეში კაზაკოვასა და რევიასთვის ეს მეორე წარმატებაა. სექტემბრის ბოლოს ქართველების წყვილმა გერმანულ ობერსტდორფში მესამე ადგილი დაიკავა და პეკინის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0