საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში მეოთხე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმარია კაზაკოვა და გიორგი რევია
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
პირველად ისტორიაში საქართველო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ყველა დისციპლინაში იქნება წარმოდგენილი
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართველი მოციგურავეებმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, რომლებიც საცეკვაო წყვილების შეჯიბრებაში ასპარეზობენ, პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვეს.
გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე Nebelhorn Trophy-ს ტურნირზე ქართველმა წყვილმა მესამე ადგილი დაიკავა. პეკინის თამაშებზე კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საკმარისი იყო ოთხეულში მოხვედრა.
მოკლე პროგრამის შემდეგ კაზაკოვა და რევია 66,95 ქულით მეხუთე ადგილს იკავებდნენ. მაგრამ თავისუფალი პროგრამის შემდეგ წყვილმა აჩვენა მეორე შედეგი (106,25 ქულა), შედეგად მათ ჯამში აიღეს 173,20 ქულა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში საქართველო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ოთხივე დისციპლინაში იქნება წარმოდგენილი. მანამდე ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს მორის ყვითელაშვილმა, ალინა ურუშაძემ და ასევე კარინა საფინას/ლუკა ბერულავას სპორტულმა დუეტმა.
XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0