„ლიზას არ ვიცნობ, მე მხოლოდ ერთი რძალი და ორი შვილიშვილი მყავს მიშასგან“– სააკაშვილის მამა

© Facebook / Ліза Яськоლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი პირადი ცხოვრებაც აქტუალური გახდა, რადგან სწორედ დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ბოლო პერიოდში ის უკრაინელ ლიზა იასკოსთან ერთად ცხოვრობს.
ექს-პრეზიდენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხადებს, რომ უკრაინული რადას დეპუტატს ლიზა იასკოს არ იცნობს და „მას მხოლოდ ერთი რძალი ჰყავს“.
როგორც ნიკოლოზ სააკაშვილმა ჟურნალ „თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აღნიშნა, ცოტა გაუკვირდა ის ამბავი, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ასეთი ამბები ვრცელდება.

„მას არ ვიც­ნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი რძა­ლი და ორი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი მი­შას­გან. ენაც­ვა­ლოთ მათ ჩემი თავი. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ ვიც­ნობ ამ ადა­მი­ანს. არ ვარ საქ­მის კურ­სში. ცოტა გა­მიკ­ვირ­და კი­დეც“, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მიხეილ სააკაშვილის 24 წლით უმცროსი ცოლი – უკრაინელი ლამაზმანის ფოტოები სოციალური ქსელიდან
მას შემდეგ, რაც უკრაინული რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა, საზოგადოებამ გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიევში ახალი ოჯახი შექმნა.
როგორც 54 წლის სააკაშვილი ვიდეოში ამბობს, ის და ლიზა ერთად ცხოვრობენ და ოჯახი აქვთ. ლიზა იასკო უკრაინელია, 30 წლის. პოლიტიკოსი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. უკრაინის რადაში დეპუტატის თანამდებობა 2019 წლის 29 აგვისტოდან უჭირავს.
Сандра Рулофс - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
„ჩემთვის იყო მოულოდნელი და მიუღებელი“– სანდრა რულოვსი სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე
მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსთან ორი ვაჟი ჰყავს. უცნობია ოფიციალურად განქორწინდა თუ არა წყვილი, რადგან ამაზე განცხადება არც ერთს არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სანდრა რულოვსმა „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდელი იყო და ამ ფორმით – მიუღებელი.
ყველა ახალი ამბავი
0