მეგან მარკლს და პრინც ჰარის სამეფო ტიტულზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

© AP Photo / Steve Parsonsმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უარი თქვეს გვირგვინზე, მათ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაცილებით მეტი დეტალის გათვალისწინება უწევთ.
გასული წლის აპრილში მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უარი თქვეს სამეფო მოვალეობების შესრულებაზე და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებული შტატები აირჩიეს. 2021 წლის იანვარში წყვილმა დაადასტურა გადაწყვეტილება ბუკინგემის სასახლეში წერილის გაგზავნით.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
ყვითელი ამბები
მარტივი ფსიქოლოგია: რატომ აირჩია პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლი
ამ ყველაფერთან ერთად მათ შეინარჩუნეს სამეფო ტიტულები. ბრიტანული ანტიმონარქისტული ორგანიზაცია Republic-ის ხელმძღვანელმა გრეჰემ სმიტმა სასექსის ჰერცოგებს მოუწოდა, უარი თქვან ტიტულებზე.
„ისინი გადაეცათ იმისთვის, რომ თეორიულად შეასრულონ სამეფო მოვალეობები ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ ახლა მეგანი და ჰარი ამას არ აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ მათ უბრალოდ უარი უნდა თქვან ტიტულებზე”, – ციტირებს მას Express-ი.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
მოღალატე პრინცი: რატომ შეხვდა ყოფილ შეყვარებულს ჰარი ქორწილამდე?
ადრე ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი განაგრძობდნენ ფულის მიღებას სამეფო ოჯახისგანაც – 2020 წლის დასაწყისში ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტამდე.
ყველა ახალი ამბავი
0