მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფინური ინიციატივა: ფასტ-ფუდებში დარჩენილ ზეთს დიზელის საწვავად გადაამუშავებენ

© Pixabay / Free-Photosჰამბურგერი და კარტოფილი ფრი
ჰამბურგერი და კარტოფილი ფრი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. სწრაფი კვების ფინური რესტორნების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი Hesburger-ი უკვე გამოყენებულ კულინარიულ ცხიმებს კომპანია Neste-ს გადასცემს დიზელის საწვავის საწარმოებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებმა უკვე გააფორმეს შესაბამისი შეთანხმება.
ნავთობგადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში პირველი: გერმანიაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ქარხანა გაიხსნა
„განახლებადი დიზელის მწარმოებელი Neste და Hesburger-ი აქტიურად ითანამშრომლებენ ჩაკეტილი ციკლის ეკონომიკის სფეროში. ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში Hesburger-ის 300-ზე მეტი რესტორნიდან კულინარიული ცხიმები განახლებადი დიზელის საწვავის საწარმოებლად გადამუშავდება“, − ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.
როგორც Neste-ს წარმომადგენელი ჰეიდი პელტონენი ამბობს, Hesburger-თან თანამშრომლობა, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად წარმატებული ურთიერთობის მაგალითია, ასევე ერთგვარ „ღირებულებას ქმნის“ რესტორნების ქსელის მომხმარებლებისთვის.

„ზეთი, რომელშიც კარტოფილი ფრი იწვება, შეიძლება განმეორებით იყოს გამოყენებული განახლებადი დიზელის საწავავის ნედლეულად, რაც ატმოსფეროში გამონაბოლქვის შემცირებას შეუწყობს ხელს“, − ამბობს Neste-ს წარმომადგენელი.

ცნობილი ხდება, რომ რესტორნების ფინურ და ბალტიისპირულ ქსელში ყოველწლიურად 420 ტონა გამოყენებული ცხიმი რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0