მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოში პირველი: გერმანიაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ქარხანა გაიხსნა

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkinნავთობგადამამუშავებელი საწარმო
ნავთობგადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი − Sputnik. გერმანულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Atmosfair-მა მსოფლიოში პირველი კომერციული ქარხანა გახსნა, რომელიც სინთეტიკურ ნავთს − ალტერნატიულ ეკოლოგიურად სუფთა საწვავს დაამზადებს, იუწყება ABC News-ი.
სინთეტიკური ნავთი − ე.წ. ელექტრონული საწვავის სახეობაა, რომელიც თვითმფრინავებში წიაღისეულ საწვავს სერიოზული სტრუქტურული ცვლილებების გარეშე ჩაანაცვლებს.

„ნახშირის, ნავთისა და ბუნებრივი გაზის წვის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. მაგრამ ამავდროულად ამას ფრენაზე ოცნება არ უნდა შეეწიროს. აი, რატომ გვჭირდება ჩვეულებრივი, კლიმატისთვის სახიფათო ნავთის ალტერნატივები“, − განაცხადა გერმანიის ეკოლოგიის მინისტრმა სვენია შულცმა ქარხნის გახსნის ცერემონიაზე.

ახალი ქარხანა წყალბადის საწარმოებლად წყალსა და ახლომდებარე ქარის ელექტროსადგურებში გამომუშავებულ ელექტროენერგიას იყენებს. წყალბადი უერთდება ნახშირორჟანგს, რომლის ნაწილსაც პირდაპირ ჰაერიდან იღებენ, და წარმოიქმნება ნედლი ნავთი, რომელიც შემდეგ თვითმფრინავის საწვავად გადამუშავდება.
სინთეტიკური ნავთი ნახშირბად-ნეიტრალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წვისას სათბური გაზები ატმოსფეროში სუფთა სახით არ გამოიტყორცნება.
დაღვრილი ნავთობი კალიფორნიის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
ეკოლოგიური კატასტროფა აშშ-ში: კალიფორნიის სანაპიროებთან ნავთობი დაიღვარა – ფოტო
ქარხანაში წარმოებული ახალი საწვავის რაოდენობა პირველ ეტაპზე საკმაოდ მოკრძალებული იქნება – 8 ბარელი დღეში, ანუ 1272 ლიტრი რეაქტიული საწვავი. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ერთი საშუალო ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ყოველ სამ კვირაში ერთხელ შეივსოს.
თუმცა, როგორც Atmosfair-ში აცხადებენ, მათი მიზანი ამ ეტაპზე იმის ჩვენებაა, რომ პროცესის განხორციელება ტექნოლოგიურად შესაძლებელია, მომავალში კი ახალი საწვავის წარმოება გაფართოვდება.
ამასთან აღინიშნება, რომ სინთეტიკური ნავთი თავდაპირველად ტრადიციულ რეაქტიულ საწვავზე ძვირი ეღირება, თუმცა თანდათან გაიაფდება და 2030 წლისთვის მისმა ფასმა შესაძლოა ერთ ლიტრზე 5 ევრომდე დაიწიოს.
ყველა ახალი ამბავი
0