https://sputnik-georgia.com/20211018/aviamimosvla-saqartvelosa-da-rusets-soris-ra-ganixiles-qartuli-diasporebis-xelmzrvanelebma-260659535.html
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის:რა განიხილეს ქართული დიასპორების ხელმძღვანელებმა
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის:რა განიხილეს ქართული დიასპორების ხელმძღვანელებმა
Sputnik საქართველო
რუსეთის რეგიონული ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე დიასპორის ცხოვრების აქტუალური საკითხები განიხილეს 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T19:00+0400
2021-10-18T19:00+0400
2021-10-18T19:00+0400
რუსეთი
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251246440_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_cbd6c47dc8765d19703bdc6af755730f.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება და ორ ქვეყანას შორის საკონსულო საკითხების გამარტივება - ეს და სხვა თემები განიხილეს მოსკოვში რუსეთის ქართული დიასპორების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, განუცხადა Sputnik-საქართველოს რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა და ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის უფროსმა დავით ცეცხლაძემ.ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები ყაზანიდან, ვოლგოგრადიდან, ეკატერინბურგიდან, იაროსლავლიდან, ვოლოგდადან, სტავროპოლიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, პეტროზავოდსკიდან, ტვერიდან, ხანტი-მანსისკიდან, ვორკუტადან, კალინინგრადიდან, გეორგიევსკიდან, კოსტრომიდან და უფადან.სხდომა დაიწყო წუთიერი დუმილით - ბათუმში სახლის ჩამონგრევის და თათრეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.მისივე თქმით, ყველა საჭირო წერილი და მოთხოვნა გადაეგზავნება ორი ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში.ასევე შეხვედრის დროს ცნობილი გახდა ორგანიზაციაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. დავით ცეცხლაძემ დანიშნა ოთხი ვიცე-პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხებში - გიორგი მელიქიშვილი, მამუკა მერკვილაძე, ლევან თოდაძე და დიმიტრი ყოჩიაშვილი.უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს მხოლოდ ქართული დიასპორების ხელმძღვანელები, როგორც რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული, ასევე რეგისტრაციის ეტაპზე მყოფი.
https://sputnik-georgia.com/20210531/ruseTSi-12-maisi-qarTuli-diasporis-dRed-gamocxadda-251888179.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251246440_93:0:1160:800_1920x0_80_0_0_b1068db649650a70e0111210a9bec7fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართული დიასპორა
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის:რა განიხილეს ქართული დიასპორების ხელმძღვანელებმა
რუსეთის რეგიონული ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე დიასპორის ცხოვრების აქტუალური საკითხები განიხილეს
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება და ორ ქვეყანას შორის საკონსულო საკითხების გამარტივება - ეს და სხვა თემები განიხილეს მოსკოვში რუსეთის ქართული დიასპორების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, განუცხადა
Sputnik-საქართველოს რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა და ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის უფროსმა დავით ცეცხლაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები ყაზანიდან, ვოლგოგრადიდან, ეკატერინბურგიდან, იაროსლავლიდან, ვოლოგდადან, სტავროპოლიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, პეტროზავოდსკიდან, ტვერიდან, ხანტი-მანსისკიდან, ვორკუტადან, კალინინგრადიდან, გეორგიევსკიდან, კოსტრომიდან და უფადან.
სხდომა დაიწყო წუთიერი დუმილით - ბათუმში სახლის ჩამონგრევის და თათრეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
„შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი განახლდება, დიასპორასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გააქტიურდება ურთიერთქმედება საკონსულო საკითხების, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული მინიჭებისთვის პლატფორმის შექმნისა და თანამემამულეთა მოწვევის კვოტების შესაქმნელად და ბევრი სხვა საკითხი“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
მისივე თქმით, ყველა საჭირო წერილი და მოთხოვნა გადაეგზავნება ორი ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში.
ასევე შეხვედრის დროს ცნობილი გახდა ორგანიზაციაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. დავით ცეცხლაძემ დანიშნა ოთხი ვიცე-პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხებში - გიორგი მელიქიშვილი, მამუკა მერკვილაძე, ლევან თოდაძე და დიმიტრი ყოჩიაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს მხოლოდ ქართული დიასპორების ხელმძღვანელები, როგორც რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული, ასევე რეგისტრაციის ეტაპზე მყოფი.