https://sputnik-georgia.com/20211017/samegrelosi-ucxoeli-turisti-maspinzels-gaupatiurebis-mcdelobasi-adanasaulebs-260622374.html
სამეგრელოში უცხოელი ტურისტი მასპინძელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
სამეგრელოში უცხოელი ტურისტი მასპინძელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით დაიწყო, მამაკაცი უკვე დაკავებულია, ის მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. 17.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-17T15:10+0400
2021-10-17T15:10+0400
2021-10-17T16:33+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელოში ტურისტი ქალი იმ საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს, სადაც ღამის გასათევად ქმართან ერთად დაბინავდა, გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში 14 ოქტომბერს მოხდა. მარტვილში კანიონის სანახავად ჩასული ქალი მეუღლესთან ერთად ადგილობრივმა მცხოვრებმა ზაზა ბურჭულაიამ საკუთარ საოჯახო სასტუმროში მიიპატიჟა.მამაკაცი ირწმუნება, რომ ბურჭულაიამ მისი ცოლის გაუპატიურება სცადა.ბურჭულაიას მეზობლების ინფორმაციით, მათთან ღამით ტურისტები მართლაც მივიდნენ და შველა ითხოვეს, ადგილობრივების ვარაუდით, ცოლ-ქმარი რუსეთიდან იყო.სამართალდამცველებმა ბურჭულაია უკვე დააკავეს და ის ამჟამად სენაკის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარს გაუგებრობას უწოდებს.ტელეკომპანიის ცნობით, ზაზა ბურჭულაია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. ის მარტვილის საარჩევნო ოლქში, სოფელ ბალდაში, მე-10 უბნის კომისიის წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“.შსს-ს ონფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს გაუპატიურების ნიშნებს, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211014/svilisvilis-gaupatiurebis-braldebit-dakavebuls-prokuraturam-brali-wauyena-260540294.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, ტურიზმი საქართველოში
სამეგრელოში უცხოელი ტურისტი მასპინძელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
15:10 17.10.2021 (განახლებულია: 16:33 17.10.2021) მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით დაიწყო, მამაკაცი უკვე დაკავებულია, ის მომხდარს გაუგებრობას უწოდებს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელოში ტურისტი ქალი იმ საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს, სადაც ღამის გასათევად ქმართან ერთად დაბინავდა, გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია
„იმედი“. შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში 14 ოქტომბერს მოხდა. მარტვილში კანიონის სანახავად ჩასული ქალი მეუღლესთან ერთად ადგილობრივმა მცხოვრებმა ზაზა ბურჭულაიამ საკუთარ საოჯახო სასტუმროში მიიპატიჟა.
„ჩვენ აქ დასასვენებლად ჩამოვედით, 5 დღე არაჩვეულებრივად გავატარეთ, შემდეგ ამ კაცს მარტვილის კანიონზე შევხვდით. მან თავიდან კარგად მიგვიღო, ერთად დავლიეთ, სახლში წაგვიყვანა და ამის გაკეთება სურდა. ჩვენ გამოვიქეცით და პოლიცია გამოვიძახეთ“, - განაცხადა ქალის მეუღლემ.
მამაკაცი ირწმუნება, რომ ბურჭულაიამ მისი ცოლის გაუპატიურება სცადა.
ბურჭულაიას მეზობლების ინფორმაციით, მათთან ღამით ტურისტები მართლაც მივიდნენ და შველა ითხოვეს, ადგილობრივების ვარაუდით, ცოლ-ქმარი რუსეთიდან იყო.
სამართალდამცველებმა ბურჭულაია უკვე დააკავეს და ის ამჟამად სენაკის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარს გაუგებრობას უწოდებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ზაზა ბურჭულაია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. ის მარტვილის საარჩევნო ოლქში, სოფელ ბალდაში, მე-10 უბნის კომისიის წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“.
შსს-ს ონფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს გაუპატიურების ნიშნებს, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.