https://sputnik-georgia.com/20211014/svilisvilis-gaupatiurebis-braldebit-dakavebuls-prokuraturam-brali-wauyena-260540294.html
13 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მის ბაბუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
13 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მის ბაბუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
შემთხვევა შიდა ქართლის რეგიონში მოხდა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ სხვებს უამბო, 53 წლის მამაკაცმა მიმალვა სცადა. ის თბილისში დააკავეს. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T14:13+0400
2021-10-14T14:13+0400
2021-10-14T18:37+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/66/234096649_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_60e8ca35a06c56d247fc18d93d926d5f.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის მიმალვას ცდილობდა.რაც შეეხება 13 წლის გოგონას, ის კლინიკაშია გადაყვანილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილზე ძალადობდა და სისტემატურად აუპატიურებდა.პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 137-ე, 138-ე, 139-ე და141-ე მუხლების 6 ქვეპუნქტით წაუყენა, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან და ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს>>საქართველოს პროკურატურა ასეთი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/66/234096649_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_87b95c6673a450cece532032c898ddfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
13 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მის ბაბუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
14:13 14.10.2021 (განახლებულია: 18:37 14.10.2021) შემთხვევა შიდა ქართლის რეგიონში მოხდა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ სხვებს უამბო, 53 წლის მამაკაცმა მიმალვა სცადა. ის თბილისში დააკავეს.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა
ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის მიმალვას ცდილობდა.
რაც შეეხება 13 წლის გოგონას, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილზე ძალადობდა და სისტემატურად აუპატიურებდა.
პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 137-ე, 138-ე, 139-ე და141-ე მუხლების 6 ქვეპუნქტით წაუყენა, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან და ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ასეთი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.