ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობა გახსნილია: 47 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
13 ოქტომბერს ეჭვმიტანილს დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძებნილი პირი თბილისში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 47 წლის ბრალდებულმა რ.გ.-მ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს რ.გ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული რ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები პოლონეთში ერთად იყვნენ სამუშაოდ წასული და ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ უცხოეთიდან. კონფლიქტი, სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0