ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

© photo: Sputnik / Seyran Baroyanპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მას ძმებთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, დაჭრილია მოკლულის ძმაც, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა ესროლა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ახლობლების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები პოლონეთში ერთად იყვნენ სამუშაოდ წასული და ახლახან დაბრუნდნენ უცხოეთიდან. კონფლიქტი, სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0