სტეფანოს ციციპასი დამარცხებულია! - ბასილაშვილი მასტერსის ნახევარფინალში გავიდა

© AFP 2024 / MATTHEW STOCKMANნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბერძენი მეტოქე სამ სეტში დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი მასტერსის ნახევარფინალურ ეტაპზე ამერიკელ ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდება.
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36-ე АТР-ს რეიტინგში) ინდიან ველსის მასტერსზე მსოფლიოს რეიტინგის მესამე ჩოგბურთელს ბერძენ სტეფანოს ციციპასს მოუგო და კარიერაში პირველად ნახევარფინალში გავიდა.
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ტურნირზე 29-ე ნომრად არის განთესილი, შეხვედრა უშეცდომოდ დაიწყო და მეტოქის პირველივე ჩაწოდება მოიგო. პირველი სეტის სტარტზევე მოპოვებული უპირატესობა ბასილაშვილმა არ დათმო და საქმე ბოლომდე მიიყვანა (6:4). მეორე სეტში ბერძენმა ჩოგბურთელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და ორი ბრეიკის უპირატესობით ანგარიშით 6:2 იმარჯვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე სეტიც პირველის მსგავსად ბრეიკით დაიწყო, თუმცა ციციპასმა ნიკოლოზს ანგარიში მალევე გაუთანაბრა. ანგარიში 3:3 იყო, როდესაც ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგება და სენსაციური გამარჯვებაც მოიპოვა. საბოლოოდ შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით, ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დასრულდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
პირველად მასტერსის მეოთხედფინალში! – ბასილაშვილმა ხაჩანოვს ორ სეტში სძლია
ნიკოლოზისა და სტეფანოსის შეხვედრა ორი საათი და 11 წუთი გაგრძელდა. მასტერსის ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიტცი იქნება, მათი შეხვედრა 17 ოქტომბერს ღამის 02:00 საათზეა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ციციპასთან გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში შვიდი პოზიციით დაწინაურდა და ტურნირის დასრულების შემდეგ 29-ე ადგილზე გადაინაცვლებს, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი კიდევ ორი პოზიციით წაიწევს წინ.
ინდიან ველსში ნიკოლოზმა ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 სძლია, ხოლო მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს აჯობა 6:4, 7:6 (8:6).
ყველა ახალი ამბავი
0