საგანგაშო სტატისტიკა: 2 მილიარდ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, 200 მილიონი ბავშვი შიმშილობს

© photo: Sputnik / Evgeny Epavhintsev / გადასვლა მედიაბანკშიქალი მიირთმევს საჭმელს
ქალი მიირთმევს საჭმელს - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
2021 წელს სურსათის მსოფლიო დღე ჩატარდება დევიზით - „ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია“.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. დღეს სურსათის მსოფლიო დღეა (World Food Day). ეს დღე 1979 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კონფერენციაზე დაფუძნდა და ყოველწლიურად აღინიშნება FAO-ს დაფუძნების დღეს - 1945 წლის 16 ოქტომბერს.
მისი მიზანია მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლება და მოქმედების პოპულარიზაცია მოშიმშილე ადამიანების ინტერესების დაცვის კუთხით, ასევე ყველასთვის ჯანსაღი კვების რაციონის უზრუნველსაყოფად.
მათხოვარი ბავშვი  - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2020
შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში - მინისტრის პასუხი
მოხსენების „ვითარება მსოფლიოში სურსათის უვნებლობასა და კვების სფეროში“ თანახმად (2021 წ.), 2020 წელს მსოფლიოში 720-დან 811 მილიონამდე ადამიანმა შიმშილი განიცადა.
აქედან ნახევარზე მეტი - 418 მილიონი - აზიაში ცხოვრობს, მესამედზე მეტი - 282 მილიონი - აფრიკაში, უფრო ნაკლები - 60 მილიონი - ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში. შიმშილის მასშტაბის ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში, სადაც არასაკმარისი კვების მაჩვენებელი 21%-ს აღწევს - ორჯერ მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რეგიონში.
2020 წელს პლანეტის მოსახლეობის 30%-თვის (!) (2,3 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის) მთელი წლის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი საკმარისი კვება. აგრეთვე გამწვავებულია გენდერული უთანასწორობა: 2020 წელს 10 მამაკაცზე, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების არარსებობას გადააწყდა, მოდის 11 ქალი, რომელიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო 2019 წელს ქალების მაჩვენებელი 10,9 იყო.
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
ცემა, ხელ-ფეხის შეკვრა, შიმშილი, დამწვრობა: თბილისში ბავშვის წამების საზარელი დეტალები
2020 წელს ყველაზე მეტად არასრულფასოვანი კვების შედეგად დაზარალდნენ ბავშვები: 5 წლამდე ასაკის 149 მილიონი ბავშვს აქვს ჩამორჩენა ზრდაში, 45 მილიონს - წონაში.
ამასთან ჩვენს გლობალურ საზოგადოებაში სახეზეა ღრმა უთანასწორობა და უსამართლობა, რომელსაც აგროსასურსათო სისტემები ქნიან.
მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 40% - 3 მილიარდზე მეტი ადამიანი - ვერ ახერხებს ჯანსაღი საკვების შეძენას. ხოლო თითქმის 2 მილიარდი ადამიანი არასწორი კვებისა თუ ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო ჭარბწონიანობით იტანჯება, აქედან 39 მილიონი ბავშვია. მოსახლეობის 10% მიირთმევს ჯანმრთელობისთვის საშიშ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც დაბინძურებულია ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით.
ამავე დროს მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% იკარგება არასათანადო კრეფის, დამუშავების, შენახვისა და ტრანსპორტირების გამო, ხოლო 17% იყრება ნაგავში მომხმარებლების მიერ. მსგავსი დამოკიდებულების გამო მსოფლიო საზოგადოება ტრილიონობით დოლარს ზარალობს.
„მსოფლიო სურსათის დღის“ გლობალურ აღნიშვნას უერთდება საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობაც და სურსათის უვნებლობის თემაზე ორკვირიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. წელს საქართველოში მსოფლიო სურსათის დღის მხარდამჭერი იქნება შეფი და კვების ტექნოლოგი ლუკა ნაჭყებია, რომელიც სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთვება.
თამარ გაგოშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2019
გაგოშიძე: საქართველოში ბევრი ბავშვი შიმშილობს, ვინც არ შიმშილობს, ისიც არასწორად იკვებება
„მოხარული ვარ, რომ FAO კვლავაც წარმატებით აგრძელებს თავის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში და არ იშურებს ძალისხმევას, რომ თავის პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად და კლიმატზე ორიენტირებული აგროსასურსათო სისტემების შექმნას, რაც მომავალში თითოეული ფერმერის, მწარმოებლის და მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახება“, - აცხადებს მამუკა მესხი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში.
2021 წელს სურსათის მსოფლიო დღე მეორედ ტარდება COVID-19-ის გლობალური პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ქვეყანა მის მასშტაბურ შედეგებს ებრძვის.
ექსპერტები მოუწოდებენ საყოველთაო სოლიდარობისკენ, რათა პანდემიის შედეგების დაძლევაში დახმარება გაეწიოს ყველაზე მოწყვლად ადამიანებს და სასურსათო სისტემების მდგრადობა გაიზარდოს.
ექსპერტების თქმით, მდგრადი სასურსათო სისტემები მომავალი თაობების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ბაზის დაუზიანებლად საყოველთაო სასურსათო და კვებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
ყველა ახალი ამბავი
0