გაგოშიძე: საქართველოში ბევრი ბავშვი შიმშილობს, ვინც არ შიმშილობს, ისიც არასწორად იკვებება

© photo: 59 Seconds / FBთამარ გაგოშიძე
თამარ გაგოშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს იმაზე, რა სურთ ბავშვებს.
გაგოშიძე: საქართველოში ბევრი ბავშვი შიმშილობს, ვინც არ შიმშილობს ისიც არასწორად იკვებება

„ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ კარგი ფეხსაცმელი, კარგი საკვები. ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ბავშვი შიმშილობს, მაგრამ ვინც არ შიმშილობს, ისიც არასწორად იკვებება. ყველამ ვიცით, რომ ბავშვებს სჭირდებათ სითბო, სიყვარული, კარგი მოვლა, კარგი განათლება. თუმცა ასე ზოგადად ვერ გეტყვით – რა სჭირდებათ ბავშვებს. რომ დავიწყოთ სულ თავიდან, ჩვილ ბავშვს სჭირდება მშობლის უპირობო სიყვარული და სითბო“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

სპეციალისტის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობა. როგორც ყალიბდება ბავშვის ემოციური რეგულაცია სამ წლამდე, ეს არის მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0