პირადი ექიმი: ამ ეტაპზე ექს–პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას

© photo: Sputnik / Stringerპირადი ექიმი: ამ ეტაპზე ექს–პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას
პირადი ექიმი:  ამ ეტაპზე ექს–პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ექიმების კონსილიუმზე, ტესტებსა და წამლებზე, თუმცა არა შიმშილობის შეწყვეტაზე, განაცხადა ექს–პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.
სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც მე-15 დღეა შიმშილობს.
„ველოდებოდი, რომ ცუდ მდგომარეობაში დამხვდებოდა, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. სააკაშვილი წყალს და ჩაის სვამს და მხნედ არის განწყობილი“, – განაცხადა ყიფშიძემ.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ექს–პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას, თუმცა, ამის საჭიროება დადგება, რამეთუ იგი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
„მან მითხრა რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს შიმშილობას და იბრძოლებს ბოლომდე“, – აღნიშნა ყიფშიძემ.
ექიმის თქმით, პრეზიდენტი ანალიზებს სამშაბათს ჩააბარებს.
სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
სააკაშვილი: არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0