https://sputnik-georgia.com/20211015/saakashvili-archevnebsac-movigebt-da-mec-tavisupali-viqnebi-260596105.html
სააკაშვილი: არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები
სააკაშვილი: არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობა შეახსენა. 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T20:35+0400
2021-10-15T20:35+0400
2021-10-15T23:31+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/89/238698993_0:173:4455:2679_1920x0_80_0_0_7b188506d0c910ed9bc971c9e488eb31.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნათქვამია პოლიტიკოსის წერილში, რომელიც მისმა მეგობარმა ქალმა, უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ წაიკითხა.სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც მე-15 დღეა შიმშილობს.გუშინ პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. სხვადასხვა შეფასებით, აქციაზე 30-დან 50 ათასამდე ადამიანი მივიდა.საკუთარ წერილში სააკაშვილმა მომხრეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობა შეახსენა, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის – თბილისში.მან ემიგრანტებსაც მოუწოდა არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნების და კენჭისყრაში მონაწილეობისკენ, რაც ოპოზიციის გამარჯვებას უზრუნველყოფს.სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211015/saakasvilis-advokats-misi-sewyalebis-imedi-aqvs-260586123.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/89/238698993_52:0:4404:3264_1920x0_80_0_0_32503278fd4b5d9d5c9eeea7ed6cbb7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილი: არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები
20:35 15.10.2021 (განახლებულია: 23:31 15.10.2021) მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობა შეახსენა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნათქვამია პოლიტიკოსის წერილში, რომელიც მისმა მეგობარმა ქალმა, უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ წაიკითხა.
სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც მე-15 დღეა შიმშილობს.
„რეჟიმი გააკეთებს ყველაფერს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
გუშინ პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. სხვადასხვა შეფასებით, აქციაზე 30-დან 50 ათასამდე ადამიანი მივიდა.
საკუთარ წერილში სააკაშვილმა მომხრეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობა შეახსენა, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის – თბილისში.
მან ემიგრანტებსაც მოუწოდა არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნების და კენჭისყრაში მონაწილეობისკენ, რაც ოპოზიციის გამარჯვებას უზრუნველყოფს.
სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.