Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლატვიამ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის ათი ათასობით დოზა გადმოსცა

© AP Photo / Virginia Mayoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
ამ მომენტისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის ვაქცინის 333.353 დოზა.
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ლატვიის მთავრობამ საქართველოს დონაციის სახით 83.070 დოზა Pfizer-ის ვაქცინა გადმოსცა, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის ვაქცინის 333.353 დოზა. სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებულ Pfizer-ის ვაქცინას 30 ნოემბერს ვადა გასდის. 24 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინებს ვარგისიანობის ვადა 3 თვით გაუგრძელა.
Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა, და ის 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი შემთხვევების რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს
Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს. ასევე 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო ერთ თვეში ვაქცინაციის ტემპი ძალიან შემცირებულია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1.906.882 აცრა. თუნდაც ერთი დოზით ვაქცინირებულია1.007.399 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 35,5%. სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 892.410 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31,2%. 15 ოქტომბერს აიცრა 6.673 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0