Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი შემთხვევების რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 609.987 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.126), გარდაიცვალა – 9.440 (ბოლო 24 საათში – 44). კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.153 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 907 ადამიანი იმყოფება.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.076-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 657.753-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 609.987 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.126), გარდაიცვალა – 9.440 (ბოლო 24 საათში – 44). კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.153 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 907 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 62.994 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 41.001, PCR–ტესტით – 21.993.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,06%, ბოლო 14 დღის – 8,04%, ბოლო 7 დღის – 8,77%.
სულ ჩატარებულია 1.906.882 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.673 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0