Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.076-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 657.753-ს მიაღწია.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 1.599 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 1.028, კახეთი - 720, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 435, შიდა ქართლი - 387, ქვემო ქართლი - 309, აჭარა - 159, გურია - 144, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 609.987-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 44 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.440-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 38.300 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.176 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.717, იმერეთში - 1.275, აჭარაში - 475.
1.180 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 252 პირი, მათგან თბილისში – 131, იმერეთში - 24, აჭარაში - 15. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 922 ადამიანი, მათ შორის 473 - თბილისში, 241 - აჭარაში.
32.202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ლატვიამ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის ათი ათასობით დოზა გადმოსცა
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 59 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 0.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28.386 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.076-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 657.753-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0