https://sputnik-georgia.com/20211015/skandali-internet-provaidertan-dakavshirebit-grzeldeba-260601106.html
სკანდალი ინტერნეტ–პროვაიდერის ირგვლივ გრძელდება: კომპანიამ მორიგი გაფრთხილება მიიღო
სკანდალი ინტერნეტ–პროვაიდერის ირგვლივ გრძელდება: კომპანიამ მორიგი გაფრთხილება მიიღო
Sputnik საქართველო
კომპანიის წილების გასხვისება სასამართლო სხდომებისა და გარიგების პირობების დარღვევის გამო კომპანიისთვის დაკისრებული მრავალრიცხოვანი ჯარიმების ფონზე ხდებოდა 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T23:12+0400
2021-10-15T23:12+0400
2021-10-15T23:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_0:52:3073:1780_1920x0_80_0_0_7346f32ec808a738d8adc4f1a6017f1a.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია Caucasus Online-ს („კავკასუს ონლაინი") წილების გასხვისების პროცესში საკანონმდებლო დარღვევების გამოსასწორებლად ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე მისცა, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი გაასხვისებს 5%-ზე მეტ წილს, ის ვალდებულია მარეგულირებელ კომისიას მიმართოს მისგან თანხმობის მისაღებად. კომპანიამ წილი ისე გაასხვისა, რომ წინასწარ არ აცნობა ამის შესახებ რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონი დაარღვია. უწყების ცნობით, Caucasus–მა კომპანიის წილების 49%-ის გასხვისების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში უკანონოდ გაასხვისა კომპანიის დარჩენილი 51%.კომპანიის წილების გასხვისება მიმდინარეობდა სასამართლო სხდომებისა და გარიგების პირობების დარღვევის გამო კომპანიისთვის დაკისრებული მრავალრიცხოვანი ჯარიმების ფონზე.2020 წლის ოქტომბერში კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, რათა კომპანიის საქმიანობა კანონის ფარგლებში მოქცეულიყო. სპეციალურმა მმართველმა 2020 წლის დეკემბერში კომპანიის ორი შეთანხმება დაბლოკა.მათგან ერთი იყო ყაზახური კომპანია სს „ტრანსტელეკომთან“ შეთანხმება, მეორე კი თურქულ კომპანია სს SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş-თან შეთანხმება. ორივე დოკუმენტში Caucasus Online განხილული იყო, როგორც აზერბაიჯანულ Nexol Holding–ში შემავალი კომპანია.მარეგულირებელმა Caucasus Online სხვა გარიგებებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისთვის ექვსჯერ დააჯარიმა.კომისიის მხრიდან ავტორიზაციის შეჩერება არ განიხილებოდა, რადგანაც იგი ნეგატიურად აისახებოდა 2,5 მილიონზე მეტი აბონენტის ინტერნეტით უზრუნველყოფაზე.2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი“ 1200 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის მეშვეობით მიეწოდება ტრანზიტით ინტერნეტი ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დახმარებით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის, შესაძლებელი გახდა ხარისხიანი ინტერნეტის ტრანზიტი ევროპასა და აზიას შორის.
https://sputnik-georgia.com/20210325/Caucasus-Online-ukanono-mflobelad-azerbaijanuli-kompaniis-Svilibil-dasaxelda-251264961.html
https://sputnik-georgia.com/20210730/saqarTvelos-internet-provaiders-axali-specmmarTveli-hyavs-252459853.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_01443e109bc89dcad28d55263c118f9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
სკანდალი ინტერნეტ–პროვაიდერის ირგვლივ გრძელდება: კომპანიამ მორიგი გაფრთხილება მიიღო
კომპანიის წილების გასხვისება სასამართლო სხდომებისა და გარიგების პირობების დარღვევის გამო კომპანიისთვის დაკისრებული მრავალრიცხოვანი ჯარიმების ფონზე ხდებოდა
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია Caucasus Online-ს („კავკასუს ონლაინი") წილების გასხვისების პროცესში საკანონმდებლო დარღვევების გამოსასწორებლად ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე მისცა, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის
განცხადებაში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი გაასხვისებს 5%-ზე მეტ წილს, ის ვალდებულია მარეგულირებელ კომისიას მიმართოს მისგან თანხმობის მისაღებად. კომპანიამ წილი ისე გაასხვისა, რომ წინასწარ არ აცნობა ამის შესახებ რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონი დაარღვია.
უწყების ცნობით, Caucasus–მა კომპანიის წილების 49%-ის გასხვისების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში უკანონოდ გაასხვისა კომპანიის დარჩენილი 51%.
კომპანიის წილების გასხვისება მიმდინარეობდა სასამართლო სხდომებისა და გარიგების პირობების დარღვევის გამო კომპანიისთვის დაკისრებული მრავალრიცხოვანი ჯარიმების ფონზე.
2020 წლის ოქტომბერში კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, რათა კომპანიის საქმიანობა კანონის ფარგლებში მოქცეულიყო. სპეციალურმა მმართველმა 2020 წლის დეკემბერში კომპანიის ორი შეთანხმება დაბლოკა.
მათგან ერთი იყო ყაზახური კომპანია სს „ტრანსტელეკომთან“ შეთანხმება, მეორე კი თურქულ კომპანია სს SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş-თან შეთანხმება.
ორივე დოკუმენტში Caucasus Online განხილული იყო, როგორც აზერბაიჯანულ Nexol Holding–ში შემავალი კომპანია.
მარეგულირებელმა Caucasus Online სხვა გარიგებებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისთვის ექვსჯერ დააჯარიმა.
კომისიის მხრიდან ავტორიზაციის შეჩერება არ განიხილებოდა, რადგანაც იგი ნეგატიურად აისახებოდა 2,5 მილიონზე მეტი აბონენტის ინტერნეტით უზრუნველყოფაზე.
2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი“ 1200 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის მეშვეობით მიეწოდება ტრანზიტით ინტერნეტი ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დახმარებით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის, შესაძლებელი გახდა ხარისხიანი ინტერნეტის ტრანზიტი ევროპასა და აზიას შორის.