საქართველოს და აზერბაიჯანის გენპროკურორები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

© The Prosecution Service of Georgiaირაკლი შოთაძე და კარმან ალიევი
ირაკლი შოთაძე და კარმან ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ითვალისწინებს კონკრეტული დანაშაულებების გამოძიებაში იურიდიულ დახმარებას
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა კარმან ალიევმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კარმან ალიევი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უწყებებისთვის რიგი მნიშვნელოვანი საკითხები.
შოთაძემ აზერბაიჯანულ დელეგაციას გააცნო საქართველოს პროკურატურის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა რანგირების სისტემა, სტაჟირების პროგრამა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კორუფცია და ა.შ.
ირაკლი ღარიბაშვილი და ზაქირ ჰასანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის სტუმრობა. აზერბაიჯანი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შოთაძემ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს პროკურატურებს შორის ურთიერთთანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში უფრო გაძლიერდება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის გენპროკურორმა აღნიშნა, რომ თბილისში ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კონკრეტული დანაშაულებების გამოძიებაში იურიდიულ დახმარებას.
ყველა ახალი ამბავი
0