ქართული ბოტანიკური ბაღი ტალინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
ესტონეთში, ტალინის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ქვეყნის ბუნებისა და კულტურის დღეები იმართება.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ტალინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
მასშტაბურ გამოფენაზე - „მცენარეთა სამეფოს საელჩო“ ორგანიზაციამ ბაღის ეთნობოტანიკური კოლექციიდან ხორბლების ენდემური კოლექცია და ქართული ღვინო წარადგინა.
დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეთნობოტანიკის სადემონსტრაციო კოლექციებში დაცულია საქართველოში გავრცელებული ხორბლის 53 ნიმუში, მათ შორის ხუთი – საქართველოს ენდემი.
ესტონეთში, ტალინის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ქვეყნის ბუნებისა და კულტურის დღეები იმართება. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ამ წლის დეკემბერში დასრულდება.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2020
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება
გამოფენა მიზნად ისახავს იმ ქვეყნების ბუნებრივ გარემოსა და კულტურაზე ყურადღების გამახვილებას, რომლებსაც აქვთ საელჩო ესტონეთში. ასევე ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და ტალინის ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილემ თინათინ ბარბლიშვილმა მოაწერა.
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ტალინში გამართულ მასშტაბურ გამოფენაში თბილისის მერიისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0