https://sputnik-georgia.com/20211015/iusticiis-saministro-gamoziebastan-itanamshromlebs-260599792.html
ხანძარი რუსთავის ციხეში: ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი
ხანძარი რუსთავის ციხეში: ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი
Sputnik საქართველო
№17 სასჯელაღსრულების დაწესებულება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეა. იქ სასჯელს 1,5 ათასი პატიმარი იხდის. 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T22:11+0400
2021-10-15T22:11+0400
2021-10-15T22:11+0400
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553600_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f7b0d2af113fbe191692768c78724fde.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა ციხეში ხანძრის გაჩენის საქმის გამოძიების პროცესში გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლოს.გუშინ, რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულების სასადილოში ხანძარი შუადღისას გაჩნდა, რა დროსაც სასადილოში მსჯავრდებულთა უმეტესობა უკვე აღარ იმყოფებოდა – ხანძარმა სასადილოში მყოფი ორი პატიმარი იმსხვერპლა, რომლებიც დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაცია პროტოკოლის თანახმად მოქმედებდა და მომხდარის შესახებ გარდაცვლილთა ოჯახებს მომენტალურად შეატყობინა, შემდეგ კი ინფორმაცია გაავრცელა. ბრეგაძის განმარტებით, იგი თავად იმყოფებოდა ციხის ტერიტორიაზე და პროცესს თვალს ადევნებდა.როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ორივე მსჯავრდებული ხანძრის გაჩენიდან 20 წუთის შემდეგ იპოვეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
https://sputnik-georgia.com/20211015/iusticiis-saministro-cixesi-ori-patimris-darupva-daadasturwa-260578814.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553600_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2c48c57a4ef2183c67bdcbf0f3b6c305.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები
ხანძარი რუსთავის ციხეში: ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი
№17 სასჯელაღსრულების დაწესებულება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეა. იქ სასჯელს 1,5 ათასი პატიმარი იხდის.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა ციხეში ხანძრის გაჩენის საქმის გამოძიების პროცესში გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლოს.
გუშინ, რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულების სასადილოში ხანძარი შუადღისას გაჩნდა, რა დროსაც სასადილოში მსჯავრდებულთა უმეტესობა უკვე აღარ იმყოფებოდა – ხანძარმა სასადილოში მყოფი ორი პატიმარი იმსხვერპლა, რომლებიც დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სრული სიმართლე დადგინდება. ჩვენ მხრიდან გამოძიებას სრული ხელშეწყობა ექნება და თუ დამნაშავე პირები გამოვლინდებიან, რა თქმა უნდა, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაცია პროტოკოლის თანახმად მოქმედებდა და მომხდარის შესახებ გარდაცვლილთა ოჯახებს მომენტალურად შეატყობინა, შემდეგ კი ინფორმაცია გაავრცელა.
ბრეგაძის განმარტებით, იგი თავად იმყოფებოდა ციხის ტერიტორიაზე და პროცესს თვალს ადევნებდა.
როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ორივე მსჯავრდებული ხანძრის გაჩენიდან 20 წუთის შემდეგ იპოვეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.