ფულადი გზავნილები: რუსეთი კვლავ ლიდერობს

© photo: Sputnik / Stringerფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – 38.57 მილიონი დოლარი, რაც ფულადი გადარიცხვების 18,39%-ს შეადგენს.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა და 209,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
სექტემბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 38,57 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18,39%-ია. 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 9,80%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპებით ლიდერი გახდება – სსფ-ის პროგნოზი
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო.
2021 წლის სექტემბერში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17,0 მლნ აშშ დოლარით (8,8%-ით) მეტი იყო 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2021 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 29,2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16,6 %-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0