https://sputnik-georgia.com/20211015/food-compas-kvebis-produqtebis-axali-reitingi-mecnierebisgan-260579027.html
„კვების კომპასი“: მეცნიერებმა პროდუქტების ახალი რეიტინგი შეადგინეს – ხილული სქემა
„კვების კომპასი“: მეცნიერებმა პროდუქტების ახალი რეიტინგი შეადგინეს – ხილული სქემა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ტაფტსის უნივერსიტეტის (აშშ) ექსპერტებმა ახალი „კვების კომპასი“ შეიმუშავეს, რომელიც 8000-ზე მეტ საკვებსა და სასმელს მოიცავს და... 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T12:37+0400
2021-10-15T12:37+0400
2021-10-15T16:36+0400
საზოგადოება
სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/10/234751058_0:64:2049:1216_1920x0_80_0_0_1505f86fa0294d8ea38280bbe173af81.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ტაფტსის უნივერსიტეტის (აშშ) ექსპერტებმა ახალი „კვების კომპასი“ შეიმუშავეს, რომელიც 8000-ზე მეტ საკვებსა და სასმელს მოიცავს და ეხმარება ადამიანს, სწორად შეარჩიოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები, იუწყება Daily Mail-ი.Food Compass Nutrient Profiling System საკვებს მათი ჯანმრთელობისთვის საერთო სარგებლისა და უარყოფითი მხარეების მიხედვით აფასებს 100 ქულის ფარგლებში.„კვების კომპასში“ ჯანმრთელობისთვის სარგებლის მხრივ პირველი ადგილი ცოცხალ ჟოლოს მიენიჭა, ხოლო ბოლო ადგილი სწრაფი მომზადების ატრიას (Лапша) ერგო ნატრიუმის უკიდურესად მაღალი შემცველობის გამო.საინტერესოა ის ფაქტი, რომ თეთრი ბრინჯი სოიოს სოუსით და ხილის ნაყინი თანაბარ პოზიციაზე განლაგდა და ორივემ ცუდი შეფასება მიიღო. დიდი ალბათობით, ეს იმიტომ, რომ თეთრი ბრინჯი, ნაყინში შემავალი შაქრის მსგავსად, სწრაფი მოქმედების ნახშირწყლებია.კიდევ ერთი სიურპრიზი ის არის, რომ მაკარონს ჩიზბურგერზე მხოლოდ ერთი ქულით მეტი აქვს სარგებლობის კუთხით, ვინაიდან მაკარონის ნაწარმში, მთელმარცვლოვან პროდუქციასთან შედარებით, ნაკლები ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და უჯრედისი შედის.კვების საუკეთესო პროდუქტების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ამ პროდუქტებმა მაღალი შეფასება ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობის, ასევე უჯრედისისა და ცილების ცუდ ცხიმებთან თანაფარდობის კუთხით მიიღეს.რაც შეეხება ყველაზე ცუდ საკვებს, ეს პუდინგი, სწრაფი მომზადების სუპები, ჩიზბურგერები, სიმინდის ფანტელები და ხორციანი პიცა გამოდგა.დადგინდა, რომ აღნიშნული პროდუქტები, კვებითი ღირებულების კუთხით, ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა გაცხიმოვნება და გულის პრობლემები – თუ ადამიანი მათ ძალიან ხშირად მიიღებს.Food Compass-ის თანახმად, ყველა ის პროდუქტი, რომლებმაც 70 ქულაზე მეტი მიიღეს, შეიძლება რომ ხშირად მივირთვათ; რომლებიც 31-69 ქულის ფარგლებში შეფასდა — ზომიერ ფარგლებში; ხოლო 30 ქულაზე ქვემოთ მოხვედრილებს ჯობს ძირითადად მოვერიდოთ.
https://sputnik-georgia.com/20190314/ramden-shakars-sheitsavs-kvebis-produktebi-martivi-da-tvalsachino-grafika-233593804.html
https://sputnik-georgia.com/20190816/kvercxi-246246108.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/10/234751058_170:0:1877:1280_1920x0_80_0_0_3a6120b3c9068a65381d4f982229587a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
საზოგადოება, სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ტაფტსის უნივერსიტეტის (აშშ) ექსპერტებმა ახალი „კვების კომპასი“ შეიმუშავეს, რომელიც 8000-ზე მეტ საკვებსა და სასმელს მოიცავს და ეხმარება ადამიანს, სწორად შეარჩიოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები, იუწყება
Daily Mail-ი. Food Compass Nutrient Profiling System საკვებს მათი ჯანმრთელობისთვის საერთო სარგებლისა და უარყოფითი მხარეების მიხედვით აფასებს 100 ქულის ფარგლებში.
„კვების კომპასში“ ჯანმრთელობისთვის სარგებლის მხრივ პირველი ადგილი ცოცხალ ჟოლოს მიენიჭა, ხოლო ბოლო ადგილი სწრაფი მომზადების ატრიას (Лапша) ერგო ნატრიუმის უკიდურესად მაღალი შემცველობის გამო.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ თეთრი ბრინჯი სოიოს სოუსით და ხილის ნაყინი თანაბარ პოზიციაზე განლაგდა და ორივემ ცუდი შეფასება მიიღო. დიდი ალბათობით, ეს იმიტომ, რომ თეთრი ბრინჯი, ნაყინში შემავალი შაქრის მსგავსად, სწრაფი მოქმედების ნახშირწყლებია.
კიდევ ერთი სიურპრიზი ის არის, რომ მაკარონს ჩიზბურგერზე მხოლოდ ერთი ქულით მეტი აქვს სარგებლობის კუთხით, ვინაიდან მაკარონის ნაწარმში, მთელმარცვლოვან პროდუქციასთან შედარებით, ნაკლები ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და უჯრედისი შედის.
კვების საუკეთესო პროდუქტების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
ამ პროდუქტებმა მაღალი შეფასება ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობის, ასევე უჯრედისისა და ცილების ცუდ ცხიმებთან თანაფარდობის კუთხით მიიღეს.
რაც შეეხება ყველაზე ცუდ საკვებს, ეს პუდინგი, სწრაფი მომზადების სუპები, ჩიზბურგერები, სიმინდის ფანტელები და ხორციანი პიცა გამოდგა.
დადგინდა, რომ აღნიშნული პროდუქტები, კვებითი ღირებულების კუთხით, ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა გაცხიმოვნება და გულის პრობლემები – თუ ადამიანი მათ ძალიან ხშირად მიიღებს.
Food Compass-ის თანახმად, ყველა ის პროდუქტი, რომლებმაც 70 ქულაზე მეტი მიიღეს, შეიძლება რომ ხშირად მივირთვათ; რომლებიც 31-69 ქულის ფარგლებში შეფასდა — ზომიერ ფარგლებში; ხოლო 30 ქულაზე ქვემოთ მოხვედრილებს ჯობს ძირითადად მოვერიდოთ.