https://sputnik-georgia.com/20211015/batumshi-chamongreuli-saxlis-gverdita-korpusidan-mosaxleobis-evakuacia-xorcieldeba-260601619.html
ბათუმში ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია ხორციელდება
ბათუმში ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია ხორციელდება
Sputnik საქართველო
აღნიშნული კორპუსი 5 სადარბაზოსგან შედგება. მე-5 სადარბაზო, რომელიც უშუალოდ ჩამონგრეულ სახლს ესაზღვრება, 8 ოქტომბერს დაიცალა. 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T23:35+0400
2021-10-15T23:35+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388092_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_ea6389e68f32211e9c625baacd2fa5c4.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.საუბარია მემედ აბაშიძის №56 ნომერში მდებარე კორპუსზე, რომლის მდგრადობასაც დღეს ექსპერტები სწავლობდნენ. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, მიზეზი კი ამავე კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განაცხადებით, რომელიც აღნიშნული კორპუსის ბინადარია, მთლიანობაში საუბარია 50–მდე ოჯახზე, რომელთაც დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ. პირადად მე ჩემს ძმასთან გადავდივარ, დასძინა სურმანიძემ.აღნიშნული კორპუსი 5 სადარბაზოსგან შედგება. მე-5 სადარბაზო, რომელიც უშუალოდ ჩამონგრეულ სახლს ესაზღვრება, 8 ოქტომბერს დაიცალა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.
https://sputnik-georgia.com/20211015/batumshi-chamongreuli-saxlis-adgilze-axali-saxli-ashendeba-260597925.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388092_4:0:2733:2047_1920x0_80_0_0_4d69eec8ed8bbc3d96a3e494d5816fcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი
ბათუმში ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია ხორციელდება
23:35 15.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) აღნიშნული კორპუსი 5 სადარბაზოსგან შედგება. მე-5 სადარბაზო, რომელიც უშუალოდ ჩამონგრეულ სახლს ესაზღვრება, 8 ოქტომბერს დაიცალა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი 2“.
საუბარია მემედ აბაშიძის №56 ნომერში მდებარე კორპუსზე, რომლის მდგრადობასაც დღეს ექსპერტები სწავლობდნენ.
ექსპერტების წინასწარი შეფასებით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, მიზეზი კი ამავე კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განაცხადებით, რომელიც აღნიშნული კორპუსის ბინადარია, მთლიანობაში საუბარია 50–მდე ოჯახზე, რომელთაც დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ. პირადად მე ჩემს ძმასთან გადავდივარ, დასძინა სურმანიძემ.
„ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ. სპეციალისტებისგან არის მოთხოვნა, რომ პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არა აქვს პრობლემა, მეორე სახლიდან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. სამუშაოებზე ნებართვა მერიას გაცემული ჰქონდა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ დამტკიცებული პროექტის დარღვევის ფაქტი გამოავლინა“, - განაცხადა ლელა სურმანიძემ.
აღნიშნული კორპუსი 5 სადარბაზოსგან შედგება. მე-5 სადარბაზო, რომელიც უშუალოდ ჩამონგრეულ სახლს ესაზღვრება, 8 ოქტომბერს დაიცალა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.