https://sputnik-georgia.com/20211014/xatia-dekanoize-meore-tursi-gamarjvebistvis-tavs-davdeb-260562983.html
ხატია დეკანოიძე: მეორე ტურში გამარჯვებისთვის თავს დავდებ
ხატია დეკანოიძე: მეორე ტურში გამარჯვებისთვის თავს დავდებ
Sputnik საქართველო
თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას... 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T20:43+0400
2021-10-14T20:43+0400
2021-10-14T23:10+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260558764_0:134:1281:854_1920x0_80_0_0_0dfc54eed3eb6cf852eac0936b481927.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პირობა დადო, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.ეს განცხადება მან გააკეთა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ამ წუთებში იმართება მრავალათასიანი აქცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დღიდან ის რუსთავის ციხეში იმყოფება, სადაც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს.ხატია დეკანოიძის თქმით, ესაა ნამდვილი თავგანწირვის მაგალითი.„სააკაშვილის თავგანწირვაზე როცა საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვიცით და ყველა ხვდება, ჩვენი ოპონენტიც, რომ ეს იყო თავგანწირვა და სამშობლოს სიყვარული. არ შეიძლება გამუდმებით ზიზღში და სიძულვილში ცხოვრება, არ შეიძლება გამუდმებით დაპირისპირება, ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა დეკანოიძემ.მან დაამატა, რომ ყველაფერს გააკეთებს მეორე ტურში გამარჯვებისთვის. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ხატია დეკანოიძე, რომელმაც ხმების 43,33% მიიღო, დაუპირისპირდება სამთავრობო კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც 41,45% აიღო.სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211014/gigi-ugulava-mixeil-saakasvili-unda-iyos-am-qveynis-ukanaskneli-politpatimari-260562637.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260558764_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_2958e3bd209bc09e0b37be0033ef2c9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ხატია დეკანოიძე: მეორე ტურში გამარჯვებისთვის თავს დავდებ
20:43 14.10.2021 (განახლებულია: 23:10 14.10.2021) თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პირობა დადო, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.
ეს განცხადება მან გააკეთა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ამ წუთებში იმართება მრავალათასიანი აქცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დღიდან ის რუსთავის ციხეში იმყოფება, სადაც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს.
ხატია დეკანოიძის თქმით, ესაა ნამდვილი თავგანწირვის მაგალითი.
„სააკაშვილის თავგანწირვაზე როცა საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვიცით და ყველა ხვდება, ჩვენი ოპონენტიც, რომ ეს იყო თავგანწირვა და სამშობლოს სიყვარული. არ შეიძლება გამუდმებით ზიზღში და სიძულვილში ცხოვრება, არ შეიძლება გამუდმებით დაპირისპირება, ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მან დაამატა, რომ ყველაფერს გააკეთებს მეორე ტურში გამარჯვებისთვის. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ხატია დეკანოიძე, რომელმაც ხმების 43,33% მიიღო, დაუპირისპირდება სამთავრობო კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც 41,45% აიღო.
„თავს დავდებ იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ მეორე ტურში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი საზოგადოება არათუ დაიხლიჩოს, არამედ უფრო გაერთიანდეს, იმისთვის, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთი დიდი გადაკვეთის წერტილი გვქონდეს და ეს არის ჩვენი სამშობლო... გამარჯვება მეორე ტურში ჩვენი ყველას საზრუნავია. მე პირობას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩემს მეგობარს, რომელიც საპყრობილეშია, რომ აუცილებლად ბოლომდე დიდი ბრძოლით მე მოვიპოვებ და ჩვენ მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.