ბრძოლა „ქურდულ სამყაროსთან“: თბილისსა და ბათუმში სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სპეცოპერაცია თბილისსა და ბათუმში ჩატარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული, მეტსახელად „დათო ტბილისკი“ მისი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელითა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით ცდილობდა მატერიალური სარგებლის მიღებას.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა
კერძოდ, „დათო ტბილისკი“ დაკავებული პირების დახმარებით დაუკავშირდა ბათუმელ ბიზნესმენს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით და ქონების განადგურებით დაემუქრა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-3 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0