„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
ერთ-ერთ მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად, რადგან ის ამჟამად ძებნაშია
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ხუთშაბათს დაკავებულ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 15-დან 12 ბრალდებულს, იუწყება „პირველი არხი“.
სასამართლოზე ადვოკატები 12 პირის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, დანარჩენი სამი პირი სხვა დანაშაულზე უკვე იხდის პატიმრობას, ამიტომ მათი გირაოთი გათავისუფლების საკითხი არ განიხილებოდა.
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
„ქურდები აყარეს“: დაკავებულთა შორის არიან „რიჟოვიჩი“, „პაპლიკა“, „მღვდელოვიჩი“, „წერტილა“
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები, რომელიც ითხოვდა ყველა მათგანისთვის პატიმრობას, რადგან, პროკურორის განმარტებით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. რაც შეეხება სამ ბრალდებულს, რომელიც უკვე იხდის სასჯელს, ისინი სასამართლომ აღკვეთის გარეშე დატოვა.
ამასთან, 12-დან ერთ ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ის ამჟამად ძებნაშია.
გამოძიების მონაცემებით, აღნიშნული პირები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და სხვადასხვა კრიმინალურ ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0