„კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა“ – სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების პირველ მცდელობაზე

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში, პირველ რიგში, იმიტომ ჩამოვიდა, რომ სხვანაირად არ შეეძლო.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსთავის ციხის პატიმარია, განაცხადა, რომ ის ადრეც ცდილობდა სამშობლოში ჩამოსვლას, მაგრამ ის მცდელობა კინაღამ ტრაგედიით დასრულდა.
სააკაშვილი საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

„ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი არ განვითარდა ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს არ იყო ბიზნეს-კლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც მედიაში აღწერენ“, – განაცხადა სააკაშვილმა ოპოზიციური ტელეარხი „მთავარისთვის“ მიცემულ წერილობით ინტერვიუში.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი დაბრუნების მთავარი მიზეზი იყო „დაუძლეველი, უსაზღვრო მონატრება“.
„ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველოს სხვადასხვა ადგილი, პეკინის ქუჩა, ჩემი სადარბაზო, რუსთაველი, ვერა და 51-ე სკოლა, პირველი ექსპერიმენტული სკოლა, ბორჯომი, ბათუმი, ანაკლია, გაგრა… მეორე, ეს იყო რაციონალური, დიდი ხნის ნაფიქრი დასკვნა – როცა ვუყურებ დემოგრაფიას, გეოპოლიტიკას, შიდა ინსტიტუციების ჩამოშლას და ვფიქრობ, რომ ამ ხაზის მიღმა უკვე ისეთ ზონაში გადავდიოდით, რომ ამ ხაზიდან მობრუნება შეუძლებელი იქნება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
Сотрудники спецназа полиции задерживают Михаила Саакашвили в Киеве - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
სააკაშვილს არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გათავისუფლების იმედი აქვს
ექს-პრეზიდენტი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზეა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ციხეში ექვსი წელი უნდა გაატაროს.
გარდა ამისა, სააკაშვილი ფიგურანტია 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიტინგის დარბევის, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეებში. ამ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0