ღარიბაშვილი: სვეტიცხოველი იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის სიმბოლო

© Government of Georgia photo : press-service of the Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო.
„სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის განსაკუთრებული დღე და ეს წმინდა ადგილი ასევე არის გამორჩეულად წმინდა ადგილი. ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ. ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა სწორედ უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
პრემიერის თქმით, ქართველმა ხალხმა ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც გადის, მაგრამ საქართველო უფლის რწმენით ყველა განსაცდელს დაძლევს და ქვეყანა გავა სამშვიდობოს.

„დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი. იმედი იმისა, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!" – აღნიშნა პრემიერმა.

დღეს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგად 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და ცხრა ადამიანი დაიღუპა, გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.
ყველა ახალი ამბავი
0