რა ვითარებაა რუსთავის მე-17 დაწესებულებაში

© photo: Sputnikრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
პატიმრების ახლობლების ინფორმაციით, ციხეში ხანძრის შედეგად ერთი პატიმარი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, იუწყება „პირველი არხი“.
დღეს აღნიშნული პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს 6 სახანძრო ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანა აქრობდა.
ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საპატიმროში ბუნტია და პატიმრებს დაცვა გამოკეტილი ჰყავდათ. პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ დაწესებულებას ხანძრის გამო არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და პატიმრები ახლობლებს ამიტომ ვერ უკავშირდებოდნენ.
სახანძრო მანქანა რუსთავის ციხესთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
პენიტენციური სამსახური: რუსთავის ციხეში ბუნტი არ არის
დაწესებულებასთან პატიმრების აღელვებული ახლობლები შეიკრიბნენ. მათთან ციხის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც პატიმართა გვარები და ოჯახის წევრთა ნომრები ჩაიწერა.
ადგილზე შეკრებილებს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი დაჰპირდა, რომ ერთმანეთთან დააკავშირებდა. მსჯავრდებულთა ახლობლები გამორიცხავენ, რომ ციხეში ბუნტი იყოს.

„გამოვიდნენ, ჩაიწერეს ნომრები და დაგვპირდნენ, რომ ბავშვებს დაგვალაპარაკებენ და ჩვენც წავალთ მშვიდად სახლში. სასადილოს გაუჩნდა ცეცხლი. ერთი ადამიანი გადაუყვანიათ კლინიკაში, რომელმაც კვამლი ჩაყლაპა. ბუნტს გამოვრიცხავ. ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ“, – განაცხადა ერთ-ერთი პატიმრის დედამ.

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად პირადად აკონტროლებდა ადგილზე ვითარებას.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
ყველა ახალი ამბავი
0