მიხეილ სააკაშვილი დემნა გვასალიას მადლობას უხდის

© REUTERS / Valentyn OgirenkoМихаил Саакашвили на судебном слушании в Киеве
Михаил Саакашвили на судебном слушании в Киеве - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან ქართველ დიზაინერს მადლობას უხდის.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ წერილობით ინტერვიუში გუშინ, 13 ოქტომბერს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
„კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა“ – სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების პირველ მცდელობაზე
სააკაშვილი ამბობს, რომ ამ დიზაინერით ყოველთვის ამაყობდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართულ წარწერებიან მაისურს ხედავდა ლოს-ანჯელესში.
ცნობილი ქართველი დიზაინერი და „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა და შესაბამის პეტიციას ხელი მოაწერა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და ის დაკავების დღიდან შიმშილობს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
სააკაშვილი ციხეში მისთვის დაუსწრებლად ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო იმყოფება – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0