იოსელიანი: სააკაშვილს პოლიტპატიმრად რომ ვთვლიდე, აქციაზეც მივიდოდი

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
დღეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. მიკვირს პარტიების, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს, ერთი მხრივ, პოლიტპატიმრად განიხილავენ და, მეორე მხრივ, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლაზე უარს აცხადებენ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთელ რიგ საქმეებთან მიმართებაში პოლიტიკურ სარჩულზე საუბარი ზედმეტია.

„მე რომ მას (სააკაშვილს) პოლიტპატიმრად ვთვლიდე, აქციაზეც მივიდოდი და მის გათავისუფლებასაც მოვითხოვდი, რადგან ადამიანის უკანონო პატიმრობა ყველაზე დიდი ბოროტებაა და ამ საკითხის პარტიულ დღის წესრიგზე დახურდავება ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა იოსელიანმა.

პოლიტიკოსის განმარტებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მისთვის გასაკვირია.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
სააკაშვილის მხარდამჭერი სარისკო აქცია მეორე ტურის წინ - ექსპერტები „ნაცმოძრაობის“ გეგმებზე
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მანამდე „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურ პარტიას შესთავაზა, ამასთან საკუთარი პარტიის მომხრეებს მოუწოდა, არ გაბრაზდნენ იმ პირებზე, რომლებიც აქციაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
დაანონსებულ აქციას არ უერთდებიან პოლიტიკური პარტიები „ევროპული საქართველო“ „ლელო“, „მოქალაქეები“, „რესპუბლიკური პარტია“ და „გირჩი“.
აღნიშნული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია მხოლოდ შიდა პარტიულ ინტერესებს უკავშირდება.
წულუკიანი: სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი არ არსებობს>>>
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მე-14 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0